|
2024-02-21 21:18:12, 665 ნახვა
მსოფლიო
პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო, ზელენსკიმ პოლონეთს დიალოგისკენ მოუწოდა
პოლონელის ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, ევროკომისიის ჩართულობით, დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან მთავრობის წევრებს დაავალა, უახლოეს დროში, 24 თებერვლამდე იყვნენ უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარზე. ზელენსკიმ ასევე ევროკომისიას მიმართა, რომ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებებში ევროკომისიის წარმომადგენელიც ჩაერთოს. „გთხოვთ, თქვენ, დონალდ (ტუსკი), ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე ჩამოხვიდეთ საზღვარზე. ანჟეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. ეს არ უნდა გავაჭიანუროთ. უახლოესი დღეები ამის გაკეთების შანსს გვაძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)