|
2024-02-21 14:24:29, 1116 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში „ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 4 სახლი აშენდება
ქედაში, "ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 4 სახლი აშენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან ერთად, პირველ მაისში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. "ახალი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ძველი ფიცრული სახლის მიმდებარედ შენდება რევაზ აბულაძის ექვს სულიანი ოჯახი ისარგებლებს. საკუთარი სახლის სამშენებლო სამუშაოებში რევაზ აბულაძე აქტიურადაა ჩართული. ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელი აგარის, აგოთის და კოკოტაურის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროგრამის ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 14 ახალი სახლი აშენდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)