12:52 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 11:59:29, 608 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის კაპიტალი გაიზარდა

ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. 2024 წლის 16 თებერვლის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბაზისბანკმა განახორციელა ჩვეულებრივი აქციების ემისია.  

ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ სრულად იქნა შეძენილი 26.5 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 611 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 26.5 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ბიზნესებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით ერთ-ერთ უმსხვილეს უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.5 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics