|
2024-02-17 16:24:58, 920 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის
ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. რუსეთის ეკონომიკა, უკვე მრავალი წელია, ომის რეჟიმში მუშაობს. საკუთარი მიზნების მისაღწევად პუტინმა სრულად დაიქვემდებარა ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა რუსეთში. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ“, - განაცხადა შოლცმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)