|
2024-02-17 13:33:48, 1001 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მაკრონი აღნიშნავს, ეს შეთანხმება უფრო მეტად აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პარიზმა „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად ვილნიუსში ნატოს სამიტზე აიღო. „ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ მას აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგანაც დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას. დამატებითი ხელშეკრულება მოიცავს კიევისა და პარიზის სამხედრო თანამშრომლობას, რაშიც იგულისხმება შეიარაღების ერთობლივი წარმოება, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებისა და ავიაციის გადაცემა და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - განაცხადა მაკრონმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)