05:56 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 20:43:15, 889 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ

ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

როგორც კამერონი აღნიშნავს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთმა დააპატიმრა, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა.

„ალექსეი ნავალნი იყო წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და მან დათმო ყველაფერი იმის დასაცავად, რისიც სწამდა. მე თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა მოხდა აქ. პუტინის რუსეთმა დააპატიმრა ის, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში და ახლა ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჩვენ ამისთვის პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს პუტინის რეჟიმის საშინელ ბუნებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახლა მოხდა“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics