|
2024-02-16 16:50:00, 1009 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი ნავალნიზე - ცალსახაა, ის პუტინმა მოკლა - მისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია თავისი პოზიცია შეინარჩუნოს
ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა, როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, "პუტინისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია, მხოლოდ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს". "ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა, როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია, მხოლოდ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, არ უნდა შეინარჩუნოს არაფერი. პუტინმა ყველაფერში უნდა წააგოს, ყველაფერი უნდა დაკარგოს და პასუხი აგოს ჩედენილზე", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)