|
2024-02-14 10:10:45, 1289 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლამისყანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი კონსულტაციები და კრებები ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში თვაურებში, ლამისყანასა და ხვითში გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო. „ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, შემდეგ კი განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)