03:45 - 14 Aug, 2026
|
2024-02-13 17:27:02, 1206 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა
ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანიტარული აქცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამანათების დარიგების აქციაში მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ქედაში ინგა ბალაძე, წითელი ჯვრის მოხალისეები და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ჩაერთნენ. მერიის ინფორმაციითვე, სასურსათო ამანათები და ჰიგიენური საშუალებები მუნიციპალიტეტის 190-მდე ოჯახს ეტაპობრივად დაურიგდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)