|
2024-02-11 15:49:13, 1178 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ კოკოტაურში გზის გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეონს შიდა-სასოფლო საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზის დარჩენილი 2 ლოკაცია, სამუშაოები 19 მიმართულებით ხორციელდება, რომელშიც ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა. "ოქტომბრის და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას აგრძელებს. გეოლოგების ჯგუფმა უკვე შეისწავლა ექვსი ადმინისტრაციული ერთეული. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)