19:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-10 11:10:55, 1546 ნახვა

ეკონომიკა
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით BB დონეზე შეაფასა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს. სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა. ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს;

"სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა;

ტრადიციულად, რეიტინგის ძლიერი მხარეა მმართველობის ხარისხი, გამჭვირვალობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე;

სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ელის, რომ ეს დამატებით წაახალისებს რეფორმებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics