03:45 - 14 Aug, 2026
|
2024-02-07 12:07:50, 1381 ნახვა
რეგიონი
სტიქია ხაშურის მუნიციპალიტეტში - დატბორილია გზები, წაქცეულია ხეები, მწყობრიდან გამოსულია ელექტროგადამცემი ხაზები
ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ხაშურის მერიის ინფორმაციით, დატბორილია გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც, რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. "გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა დახმარება მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვინც ამას საჭიროებს",- აღნიშნულია ხაშურის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)