12:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 22:24:15, 667 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზა - მეწყერის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ - ასევე უქმდება 7 თებერვლის რეისები

მეწყერის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

"ძვირფასო მგზავრებო! უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

  • თბილისი-ბათუმი (802),
  • თბილისი-ზუგდიდი (870),
  • თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
  • ბათუმი-თბილისი (803),
  • ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
  • ფოთი-თბილისი (873),
  • ხაშური-ზესტაფონი (6446)
  • ზესტაფონი-ხაშური (6417).




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics