19:22 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 15:14:20, 1143 ნახვა

სამართალი
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ადვოკატებმა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ადვოკატებმა აღკვეთის ღონიძისძიების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

როგორც, "პუბლიკას" ადვოკატმა, გურამ იმნაძემ განუცხადა, სასამართლოს 72 საათი აქვს სამსჯელოდ, "რაც სავარაუდოდ ზეპირი მოსმენით არ შედგება".

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics