2024-01-22 12:01:42, 615 ნახვა
საზოგადოება
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს მოაწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი). ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),