14:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 19:48:11, 913 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი - ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.

„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია დარჩენილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics