|
2024-01-19 09:40:47, 1536 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა
რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ, საჭიროა, აქტიური რეაგირება სანქციებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა. "ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე - მათი სრული ეფექტით გამოყენებაზე. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე. ყველა რუსული რაკეტა შეიცავს ათობით მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც დამზადებულია საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი - თავისუფალი მსოფლიოს კომპანიების მიერ. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების ბლოკირება, ფაქტობრივად, ტერორის დაბლოკვაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის და ყველასი მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში", - განაცხადა ზელენსკიმ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)