|
2024-01-16 10:03:48, 871 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ვორონეჟსა და ბელგოროდში დრონებით შეტევა განხორციელდა [ვიდეო]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წუხელ ვორონეჟისა და ბელგოროდის რეგიონებში დრონებით შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს. თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 5 და შეაჩერეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ტერიტორიაზე, ხოლო 4 დრონი ბელგოროდში დააკავეს. „ამ ღამის განმავლობაში შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში. გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის თქმით, მომხდარის გამო, ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მისი ინფორმაციით, ვორონეჟში თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას 10 წლის გოგონა დაშავდა, 2 მაღალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე კერძო სახლი კი, დაზიანდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)