|
2024-01-15 10:58:40, 706 ნახვა
მსოფლიო
ფრედერიკ X დანიის მეფედ გამოაცხადა
ფრედერიკ X გახდა დანიის ახალი მეფე. დედოფალმა მარგრეტ II-მ ხელი მოაწერა გადადგომას უფროსი ვაჟის სასარგებლოდ. ცერემონია კვირას კოპენჰაგენის კრისტიანსბორგის სასახლეში გაიმართა. "ღმერთო დაიფარე მეფე!" თქვა მან და დარბაზი დატოვა. 83 წლის მარგრეტემ ტახტის დატოვების გადაწყვეტილება დანიელებს საახალწლო გამოსვლაში აცნო. იგი გახდა პირველი მონარქი, რომელმაც ნებაყოფლობით დატოვა ტახტი ქვეყნის ისტორიის თითქმის 900 წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა მეფე ფრედერიკ X, სამჯერ შეძახილით „ჰურეი!“. კრისტიანსბორგის აივნიდან. სასახლის მახლობლად მოედანზე ათასობით დანიელი მიესალმა მის უდიდებულესობას მეუღლესთან - ახლა უკვე დედოფალთან - მარიამთან და შვილებთან ერთად. მათი უფროსი ვაჟი, 18 წლის კრისტიანი, ოფიციალურად გახდა დანიის გვირგვინი პრინცი.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)