15:00 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 19:36:19, 653 ნახვა

მსოფლიო
ნატო - ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო

ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ იემენში ჰუსიტების სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ნაოსნობის თავისუფლების შენარჩუნებას, - Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც ნატოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ირანი "ჰუსიტებს" მხარს უჭერს და აღჭურვილობით ამარაგებს.

"ირანი მხარს უჭერს "ჰუსიტებს", მათ ამარაგებს და აღჭურვილობას აწვდის. თეირანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი მარიონეტების შეკავებაზე", - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics