03:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 12:11:57, 564 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.
 
უწყების ცნოვითვე, რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო.
 
კახა კალაძემ ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.
 
„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს კარგი შედეგები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის  განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.
 
საუბარი ასევე, შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics