04:44 - 14 Aug, 2026
|
2024-01-07 11:21:41, 1466 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. თორნიკე რიჟვაძემ შობის დღესასწაული მიულოცა მრევლს. "მაცხოვრის შობის დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს",- განაცხადა რიჟვაძემ. საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)