18:37 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 19:54:50, 4671 ნახვა

პოლიტიკა
აზარაშვილი - მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროექტი 2024 წლიდან დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე,  აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მიიღებს ბინას.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერ მინისტრს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორც ასეთი ოჯახების შეფასების, ისე ბინებით უზრუნველყოფის კუთხით.  2 წლიანი პროექტი, მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახებს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია.  უკვე 2025 წლის ბოლომდე,  ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ექნებათ საკუთარი ბინა და სრულად უზრუნველვყოფთ მათ დაკმაყოფილებას“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics