20:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 10:13:00, 1095 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული.

„თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოქალაქეებს შუახევის, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ლენტური, ხონის მუნიციპალიტეტში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია, ჯამში, 28 ერთეული წიფლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics