19:39 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 23:39:44, 701 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „ხალხის ძალის“ განცხადებებზე - ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა რა ხდებოდა და როგორი სიმართლე უთქვამთ

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები და ის განცხადებები შეაფასა, რომელიც თავის დროზე „ხალხის ძალა“ აცხადებდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალამ“ ბევრი არაპოპულარული განცხადება გააკეთა, თუმცა ამ განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ.

„ხალხის ძალა“ რომ ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს, რაღაც-რაღაცებს რომ ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ რომ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში, რომ „არ გვინდა“, განსხვავება იცით რა იყო? -მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ, რომ-არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხომ მართლები აღმოჩნდნენ და ხომ გაჭრეს ყინული კარგი გაგებით და ბევრი ისეთი რაღაცები ილაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ. ამ ხალხს ეს ხომ უნდა დავუფასოთ, რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს და დღევანდელი გადასახედიდან, გადავახვიოთ და მოვუსმინოთ რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცაში შეიძლება დღემდე არ ვეთანხმებოდე, ოღონდ შინაარსში კი არა, არ ვეთანხმებოდე იმაში, რომ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ერთი-ერთში მაშინ, ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, თურმე რა ხდებოდა იმ დროს და როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა იყო ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics