11:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 10:28:49, 1316 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 გავანადგურეთ

უკრაინამ, 22 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება სამი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქიდან.

"22 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტებმა ყირიმიდან დრონები გაუშვეს. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატიდან 24-ის ჩამოგდება. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.

დრონები კიევის, ოდესის, მიკოლაივის, ხერსონის, ჟიტომირის, რივნესა და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics