|
2023-12-21 11:28:54, 1501 ნახვა
რეგიონი
შუახევში კულტურის ცენტრის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
შუახევში, კულტურის ცენტრის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო და ხელოვანებს, კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
"კულტურის სფეროში აქტიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცათ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს, ხოლო ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ 70 წელს გადაცილებული ხელოვანები. ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)