|
2023-12-20 11:30:22, 995 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა
BARTA-მ უკვე მეხუთედ გამოავლინა გამორჩეული და გამჭირვალე ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები, რომლებიც მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. გამარჯვებულების გამოსავლენად კომპანიებმა სამი ეტაპი გაიარეს, მათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებულები ცხრა განსხვავებულ კატეგორიაში დასახელდნენ. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მწვანე ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრადი ანგარიშგების პრაქტიკების იმპლემენტაციას, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამასთან, ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ მოახდინა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში მდგრად ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების ანალოგიურ მნიშვნელობა მიენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდანვე დავიწყოთ ძირეული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული მიმართულებით“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე. ინფორმაციისთვის, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით იმართება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)