|
2023-12-18 12:11:23, 1041 ნახვა
ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 700 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაცია სააკორდინაციო შტაბში მოისმინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. "პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 21 700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერებმა, დაახლოებით, 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა. მინისტრის მოადგილე პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის, შპს „ბიოჯუსის“ საწარმო დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)