|
2023-12-15 14:08:34, 685 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე - ნარჩენების მართვის მიმართულებით მომავალ წელს რამდენიმე ტენდერი გამოცხადდება
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისში ნარჩენების მართვის მიმართულებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა და დეტალურად ისაუბრა კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და გეგმავს. „ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და მის მოგვარებაზე საერთაშორისო ექსპერტებთან, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს უკვე შემუშავებული. რამდენიმე თვეში გაფორმდება ხელშეკრულება ახალი გადამტვირთი სადგურის მშენებლობასა და არსებული სადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით. არსებულ ნაგავსაყრელს აქვს ბევრი პრობლემა. როდესაც ის მოეწყო, 2011 წელს, მაშინ არანაირი სტანდარტი დაცული არ იყო და შესაბამისად, მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენ ამ მიზნით უკვე მოვიპოვეთ დაფინანსება. მომავალი წლის დასაწყისში უკვე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი ლიჩეტის სისტემის მოსაწესრიგებლად. ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას გაზშემკრების პროექტზე, რომელიც ძალიან კომპლექსური საკითხია ტექნიკური თვალსაზრისით და სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება პროექტი იმისთვის, რომ სამშენებლო სამუშაოები გამოვაცხადოთ. გარდა ამისა, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გამოვაცხადოთ სამშენებლო ტენდერი ასევე სორტირების ხაზთან დაკავშირებით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა სეპარირების კუთხით. სეპარირება არის გლობალური საკითხი და ჩვენ კონსულტაციას ვაგრძელებთ ცენტრალურ მთავრობასთან. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტექნიკური ბაზა, მომავალ წელს კიდევ შემოვა ტექნიკა და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)