23:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 14:42:39, 680 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - რუმინეთში ქართველი მეზღვაური გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა

რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და დინებამ გაიტაცა. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა, მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს“, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics