11:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 10:53:01, 736 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტუსკთან საუბრისას ევროპული საბჭოს სამომავლო გადაწყვეტილებები განიხილა.

"ოსლოში ყოფნისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩემს მეგობარს დანიშვნა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავის დაწყება მივულოცე. ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს, ჩვენ მისი სამომავლო გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ - უკრაინა და პოლონეთი.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ", - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics