|
2023-12-13 12:35:03, 635 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მართლწესრიგის 20 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. "მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა. ვახტანგ გომელაური მართლწესრიგის ოფიცრებს გაესაუბრა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით ხდება, რის შემდეგაც კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან. საქართველოს მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)