2023-12-13 02:31:39, 1444 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: როგორ შეუძლია უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს სიგიჟეა
როგორ შეუძლია უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს სიგიჟეა." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
" ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ აწამებენ, კლავენ, აუპატიურებენ. დათმე ტერიტორია - დათმე ბავშვები. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობს, მზადაა შვილები ტერორისტებს მისცეს? " - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2022 წლის თებერვლიდან უკვე გაათავისუფლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50%.
" განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი ძალა მომავალ წელს. უპირველეს ყოვლისა - საჰაერო თავდაცვა, რუსული ლოგისტიკური ჯაჭვის განადგურება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ უპირატესობა ცაში, ეს გააძლიერებს ჩვენს პოზიციას 2024 წელს. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას." აღნიშნა ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,