|
2023-12-12 14:39:08, 1265 ნახვა
რეგიონი
კასპში, კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ამბულატორია, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს „სოფლის ექიმი“-ს სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შენდება. „მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. ვახტანგ ბუაძე - ონიანი ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 160 999 ლარია. ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია ერთი კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე. ამბულატორიის მშენებლობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)