|
2023-12-09 11:58:10, 1014 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე იმ რეფორმებსა და ინოვაციებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში ახორციელებს. „ინოვაციური მოწყობილობა „პრობბოქსი“ პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის თანამედროვე მექანიზმია, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ აქვს. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებშია შესაძლებელი, რითაც გაიზარდა პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა ამერიკულ მხარეს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამებიც გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონებში მედიაციის სივრცეებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების გახსნის მნიშვნელობას. "აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების სამომავლო განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ქართულმა მხარემ პრობაციის სფეროში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და მასპინძელ მხარეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)