04:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 10:31:24, 900 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

​თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირადღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა.

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონებები - ბათუმში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics