16:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 17:04:01, 772 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო - ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს

ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, შეცვალოს პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც სიიარტოს აღნიშნავს, უკრაინა გაწევრიანების მოლაპარაკებებისგან ძალიან შორს არის და "ამიტომ, ჯერ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება".

„უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია, მასში არავითარი შანტაჟი ან თამაში არ არის. ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ იმ საკითხების არევაზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ.

უკრაინა უბრალოდ ძალიან შორს არის გაწევრიანებისთვის შესაფერისობისგან ან ამაზე მოლაპარაკებებისგან. ამიტომ, ჯერ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. ევროპული ერთიანობის შესანარჩუნებლად, ჩვენ გთავაზობთ, მომდევნო კვირის ბრიუსელის შეხვედრის დღის წესრიგიდან მოხსნათ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება“, - წერს სიიარტო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics