22:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 11:09:44, 1389 ნახვა

სამართალი
19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, პარასკევს, 1-ელ დეკემბერს საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა.

"ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს 3 თვეს პატიმრობაში გაატარებენ", - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics