16:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 19:37:36, 756 ნახვა

მსოფლიო
ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, 12 დაშავებული მთამსვლელი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო სამაშველო სამსახურს მუშაობაში ხელს ხშირი ვულკანური ამოფრქვევები უშლის.

"მარაპი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამოფრქვევის სიმაღლეს, რადგან ის ღრუბლებით არის დაფარული", - განაცხადა მარაპის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, აჰმად რიფანდიმ.

ცნობისთვის, კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკან მარაპის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics