14:48 - 14 Aug, 2026
|
2023-11-28 12:13:52, 1619 ნახვა
რეგიონი
მერია - ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მერიის ცნობით, სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, პრობლემურ ადგილებზე კი, ე.წ. ტეტრაბოტები ეწყობა. "მერიის შესაბამისი სამსახურები სრულადაა მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ქალაქის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო. სხვა სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განხორციელდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ფოთში ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც დროებითი გადახურვა მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)