07:57 - 17 Aug, 2026
|
2023-11-25 10:58:45, 1460 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელებას ემხრობა
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელებას ემხრობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. როგორც არახამია აღნიშნავს, უკრაინას მოლაპარაკებების წარმოებისთვის ცუდი პოზიცია აქვს, რადგან ომის დასრულება იმ ეტაპზე, სადაც უკრაინაა არ არის ხელსაყრელი. მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, რეფერენდუმის სახით უნდა გადაწყდეს. „ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ მოლაპარაკების წარმოებისთვის ძალიან ცუდი პოზიცია გვაქვს. რა მოვითხოვოთ? დავასრულოთ და დავრჩეთ იქ, სადაც ვართ? თქვენი აზრით, უკრაინული საზოგადოება ამას მიიღებს?“, - განაცხადა არახამიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)