22:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 12:30:28, 1095 ნახვა

სამართალი
ყაზახეთის გენროკურატურა - საქართველოში ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოში ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ყაზახეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ფინანსური პირამიდით ზარალმა 3,6 მილიარდ ყაზახურ ტენგეზე მეტი შეადგინა, საქმეში კი 600-ზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის კოორდინაციით ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა.

მას ბრალად ედება ფინანსური პირამიდის შექმნა და მართვა, სადაც ზარალმა 3,6 მილიარდ ტენგეზე მეტი შეადგინა.

სისხლის სამართლის საქმეში 600-ზე მეტი დაზარალებულია.

ამჟამად მისი ექსტრადიციის საკითხი წყდება", - აღნიშნულია ყაზახეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics