|
2023-11-22 18:32:50, 1990 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. "თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გიორგი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ II და III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა და ტაქტიკური დანებით დააჯილდოვეს. მოწვეულმა სტუმრებმა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც დაათვალიერეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების სარდლობა მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)