16:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 17:42:20, 616 ნახვა

საზოგადოება
ატენის ქუჩა N16-ში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ატენის ქუჩა N16-ში, სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტი ვაკის რაიონის გამგეობისა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. 

"პროექტის მიზანი სპორტის მოყვარულთა აქტივობების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

სპორტული მოედნის გახსნას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე.

საკალათბურთო მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სამუშაოების ღირებულებამ 69 300 ლარი შეადგინა.

სპორტული მოედნის გარდა, წინასწარ შერჩეულ მისამართზე - წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ასევე, ღია სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, რაზეც 53 000 ლარია გამოყოფილი.  
    
საერთაშორისო გრანტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ვაკის რაიონის გამგეობამ პირველად ჩინეთიდან მოიპოვა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics