|
2023-11-22 15:36:06, 605 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის ენმ-ის შიგნით
როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობაში“ "იმდენად ღრმად არის წასული დაპირისპირება, რომ ენმ-ის მობრუნება შეუძლებელია". „როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით. ორი კომიკური ფიგურაა - აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. უფრო ღრმად ჩადის მათი რეიტინგი და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“,- აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)