|
2023-11-21 23:59:41, 702 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო საზოგადოებას პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო საზოგადოებას პლატფორმა "შინ მომავლისთვის" წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების ინიციატივაზე გაამახვილა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს კანონი რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიტანონ ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას რეალურად გაამარტივებს. "ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით დიდი გამარტივება პროცედურების, არც არაფერი. მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია ან ხედვა იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)