13:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 22:31:09, 860 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენი - შეთანხმების მიღწევა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა

შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მას არ სურს დეტალებზე საუბარი, იქამდე, სანამ მძევლები თავისუფლები არ იქნებიან. 

"ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების [ნაწილის] ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics