|
2023-11-21 12:45:36, 1251 ნახვა
სამართალი
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა - აშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დავაკავეთ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი), კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე (თავა) და დავით ტიკარაძე. "დაახლოებით, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე ეწეოდნენ გამოძალვის სქემას. გაბადაძე არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი. ის ატარებს ტიტულს „კანონიერი ქურდი“ ან „ქურდი“. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში, გაბადაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, კაცაძემ, თავბერიძემ და ტიკარაძემ, თანხის ამოღების მიზნით, მსხვერპლი ფიზიკური ძალადობით დააშინეს", - აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში. FBI-ს თანამშრომლის, ჯეიმს სმიტის თქმით, ბრალდებულები მსხვერპლს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში აშინებდნენ. "მსხვერპლის დაშინებითა და ძალადობის მუქარით იძულება, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ იწარმოება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რომელსაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში სჩადიოდნენ. FBI არ იქნება უმოქმედო მაშინ, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის გზით",- განაცხადა სმიტმა. ამასთან, როგორც ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, ოთხივე დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)