|
2023-11-20 12:39:56, 786 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - თამაზ გინტურის გასვენების დღეს გორის მერი რუსეთში საქეიფოდ წავიდა - უკვე აღარაფერი გვიკვირს
თამაზ გინტურის გასვენების დღეს, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუსეთში საქეიფოდ წავიდა - უკვე აღარაფერი აღარ გვიკვირს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის პროვინცია გახდა. "ის, რაც დღეს ხდება გორის მერთან დაკავშირებით, როდესაც თამაზ გინტურის, ჩვენი გმირის გასვენების დღეს წავიდა საქეიფოდ რუსეთში - უკვე აღარაფერი აღარ გვიკვირს. საქართველო გახდა რუსეთის პროვინცია და ამას წყალი არ გაუვა",- განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)